საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟურნალი "გარემო და საზოგადოება" აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას

საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო რეფერირებადი, Google Scholar-ში ინდექსირებული ჟურნალი "გარემო და საზოგადოება" აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას მე-7 და მე-8 ნომრებისთვის. მიიღება ორიგინალურ, კონცეპტუალურ, თეორიულ და ემპირიული კვლევებზე ორიენტირებული, მათ შორის ინტერდისციპლინური, სტატიები. 

განხილვისთვის არ მიიღება სამეცნიერო სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია ან გამოსაქვეყნებლად გაგზავნილია სხვა სამეცნიერო ჟურნალში.

სამეცნიერო სტატია ანონიმურად იქნება რეცენზირებული. სტატიები შესაძლოა იყოს შესრულებული ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

ავტორებმა სტატიები უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: es@tsu.ge. 

 

მნიშვნელოვანი თარიღები: 

სტატიების მიღების ბოლო ვადა მე-7 ნორმისთვის: 2023 წლის 30 მაისი

სტატიების მიღების ბოლო ვადა მე-8 ნომრისთვის: 2023 წლის 20 სექტემბერი

განხილვის პერიოდი: 10-12 კვირა

თარიღი: 20/04/2023